კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 196 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.62%-ია

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 965 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.62%, ბოლო 14 დღის - 6.78%, ბოლო 7 დღის - 7.35%.

ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295, საიდანაც 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 989 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 23 655 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 109 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პაციენტი.

31 ივლისის მონაცემებით, სულ ქვეყანაში  419 534 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  382 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო  5 820 გარდაიცვალა.

კომენტარები