შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კორტნი ანულირებაზე: აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება ნაკლებად პროევროპული პარტიაა

იმედი გამიცრუა იმის ნახვამ, რომ საქართველომ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით შედგა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პირადად ჩამოვიდა და ჩაერთო ამ შეთანხმების მიღწევის პროცესში. ევროკავშირის მხრიდან ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო. ამ შეთანხმების დატოვებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ვგულისხმობ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ერთ დღეს შესაძლო გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პოლიტიკური სიტუაცია უფრო პოლარიზებული გახდა. ზოგი ადამიანი მეტად პროევროპულია, ზოგი - ნაკლებად. ახლა აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება ნაკლებად პროევროპულია, ვიდრე ზოგი სხვა პარტია. რადგან ეს შეთანხმება ევროკავშირის ჩართულობით შედგა, ბრიუსელი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორია. ევროკავშირიც და აშშ-ც ელის, რომ ქართველები თვითონ მოაგვარებენ საკუთარ პრობლემებს.

თქვა ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ ფორმულას ეთერში, ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით (გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი). 

კომენტარები