ლიტერა 2021

17-მა არტისტმა ლიტერაში მონაწილეობაზე უარი თქვა – მიზეზი წულუკიანი და მისი გადაწყვეტილებაა

ლიტერატურულ პრემია ლიტერას 15 მწერალი და ორი დიზაინერი ბოიკოტს უცხადებს, ამის მიზეზი კი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და მისი დღეს მიღებული გადაწყვეტილებაა.

დღეს, 29 ივლისს, მწერალთა სახლმა ჟიურის 5-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ არის დანიშნული.

"ლიტერატურული პრემია ლიტერას დებულების თანახმად საკონკურსო წიგნებს შეაფასებს 5-წევრიანი ჟიური. წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4  მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ", - დაწერა მწერალთა სახლმა.

თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს მწერლებმა, ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა და დიზაინერმა, ნატა ავალიანმა . ისინი ბოიკოტს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანის უცხადებდნენ. თუმცა, ჟიურის წევრების სიის გამოქვეყნების შემდეგ, იმ კონკურსანტების რიცხვი, რომლებიც წელს ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ, 17-მდე გაიზარდა.

ესენი არიან:

  1. ტორესა მოსი - ორდროშობანა
  2. მათე სარალიშვილი - მივიწყებულნი
  3. ნატა ავალიანი - დამწყები და ლაბირინთი მანუელისთვის [წლის საუკეთესო ყდის დიზაინის ნომინაცია]
  4. რატი მუჯირი - მეილები ავღანეთზე
  5. დავით ქაშიაშვილი - მორნიბიე კაჰ
  6. ჯაბა ზარქუა - ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი
  7. გიორგი შონია - რობოტების ყვავილი
  8. ბელა ჩეკურიშვილი - ნანას ცხენი
  9. თეონა ჭანიშვილი - პიესები, იროელთა ქრონიკები, ამაღლების ქუჩა [წლის საუკეთესო ყდის ნომინაცია]
  10. ნათია გიორგაძე - ხმის მატარებელი
  11. ირაკლი კაკაბაძე - ამაღლების ქუჩა
  12. ეკა ქევანიშვილი - ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
  13. ანდრო დადიანი - განსაწმენდელი
  14. ელენე კვირკველია - წყვეტა
  15. ზვიად კვარაცხელია - დარეკე! დაუბარე!
  16. ნინო სამყურაშვილი - ჯავშანი
  17. ირინა ტაბაღუა - ტელეფას ცხვარი

კომენტარები