შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ხოშტარია: მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე

ოცნება რომ გადამგდებია, ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43%-ზე უარს ამბობს, რადგან იცის, ვერ აიღებს. ამიტომ, მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე.

სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა – პირიქით. 

წერს მოძრაობა დროას ლიდერი, საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები