შარლ მიშელის შეთანხმება

ლილუაშვილი: მივმართავთ ოცნებას და ენმ-ს, გეყოთ სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში

მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე, მათთვის მთავარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას თავისუფლება. მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას თურმე ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი აღიარება, რომ უკიდურესად შეშინებული არიან. თავის მხრივ, ნაციონალურმა მოძრაობამ დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.

ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდაპარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ – რეალობას, სადაც პარტია საქართველოსთვის რეიტინგი უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. პარტია საქართველოსთვის ვეუბნებით ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რომ დღეს თქვენ საერთო ინტერესებით მოქმედებთ, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას, გეყოთ, სახელმწიფოს და მოქალაქეების ბედით თამაში. 

პარტია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები