გერმანია

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ერთი ადამიანი [ვიდეო]

გერმანიაში, ქალაქ ლევერკუსენში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 – დაშავდა, მათგან ორი მძიმედ. 4 ადამიანი დაკარგულია.

აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია, რომლის ჩაქრობასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. პოლიცია ადგილობრივ მცხოვრებლებს სახლში დარჩენასა და ფანჯრებისა და კარების ჩაკეტვას ურჩევს.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების ხმა ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრში ისმოდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრა და რამდენიმე გზა გადაკეტა.

ახლო სამეზობლოებში ბავშვების სათამაშო მოედნები დაიხურა. მოსახლეობას ურჩევენ, საკუთარი ბაღის ხილი და ბოსტნეული ჭამის წინ კარგად გარეცხონ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ეს უბრალოდ გამაფრთხილებელი ზომებია და დაბინძურების დონე "მწვანე", ანუ დაბალ ზონაშია.

 

კომენტარები