მთავარი არხი

ნათელაშვილი მთავარზე: ფინანსური სამსახურის შესვლის მიზანი თავისუფალი მედიის დათრგუნვაა

მთავარ არხზე ე.წ ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის ისე დათრგუნვას, რომ ივანიშვილის ბატონობას მრავალი წელი არავინ შეუშალოს ხელი და მთელმა მასმედიამ ისწავლოს როგორც იტყვიან ჭკუა. აღვირახსნილი რეპრესიების შეჩერების ორადორი გზაა - ხალხის მრისხანება და ამერიკულ-ევროპული სანქციები. პირველი ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეორე ჩვენმა მოკავშირეებმა თუ ისინი არ არიან მარტო მთავრობის მოკავშირეები.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას FACEBOOK-ზე ეხმაურება.

კომენტარები