ილია აზარი

Новая газета-ს ჟურნალისტი: საქართველოში არ შემომიშვეს, მიზეზი არ ამიხსნეს

რუსული ოპოზიციური გამოცემის, Новая газета-ს ჟურნალისტის, ილია აზარის თქმის, საქართველოში არ შემოუშვეს და გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნეს.

ილია აზარის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ის ქვეყანაში არ შემოუშვეს მიზეზით, რომ "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

"თავდაპირველად, დიდი ხნის წინ ყარაბაღზე სიუჟეტის გამო აზერბაიჯანში გავხდი პერსონა ნონ-გრატა. ისევ ყარაბაღის შესახებ მომზადებული სტატიიდან მალევე სომხეთში არჩევნების გაშუქების უფლებაც არ მომცეს. 

დღეს კი საქართველოში არ შემიშვეს, მიზეზი არ ამიხსნეს! 

ამიერკავკასიური ფულჰაუსი. 

ძალით ჩამსვეს თვითმფრინავში, რომლითაც გამოვფრინდი", - წერს აზარი.

ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და გაარკვიოს, რატომ ეთქვა უარი ილია აზარს ქვეყანაში შემოსვლაზე.

კომენტარები