კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კონფერენციებზე დასწრება ორჯერადად აცრილებსაც შეუძლიათ, მათ ტესტი არ სჭირდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, 19 ივლისიდან ამოქმედებული დადგენილება ორჯერადად აცრილებსაც ეხებათ. კერძოდ, სემინარებზე, კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება შეუძლიათ ადამიანებს, ვინც ამ სამი პირობიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს - არიან ორჯერადად აცრილები, აქვთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან ბოლო 24 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხი.

"ამაზეა საუბარი". - თქვა გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში ორჯერადად აცრილებსა და სწრაფ ტესტზე არაფერი წერია. ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის შესაძლებლობა ეკონომიკის მინისტრმა მეორე დღეს დააზუსტა.

"ღონისძიებებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე". - ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები