ტოკიოს ოლიმპიადა 2021

ნინო სალუქვაძე ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპადაზე მეცხრედ წარდგება

ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე წელს ოლიმპიადაზე მეცხრედ წარდგება და ამით ის პირველი ქალი სპორტსმენი გახდება, რომელმაც ოლიმპიადაზე ასპარეზობა 9-ჯერ შეძლო.

52 წლის ქართველმა მიზანში მსროლელმა ოლიმპიადაზე 8-ჯერ ასპარეზობისას მედლის მოპოვება 3-ჯერ მოახერხა - 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში მან საბჭოთა კავშირის გუნდში ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე - ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით. ოლიმპიადის გარდა, სალუქვაძემ რამდენჯერმე მოახერხა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოგება.

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში დღეს გაიხსნება, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშე სწორედ ნინო სალუქვაძე იქნება.

 

კომენტარები