მე-10 მოწვევის პარლამენტი

წილოსანი ბოკუჩავაზე: შეიძლება, თავმჯდომარისთვის საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა

რა თქმა უნდა,შალვა პაპუაშვილს მისი უშუალო დანიშნულებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შეიძლება, ეს არ ევალებოდა, მაგრამ მან თავისი განზრახვით, უბრალოდ, დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე იმ რისკისგან, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ეს რისკი იყო. შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია. მათ შორის მათმა წარმომადგენელმა ქალებმა პარლამენტში დაასხეს საწამლავი და დაწამლეს იქ ხალხი. რატომ იყო არალოგიკური, რომ რაღაც სასწაული გაეკეთებინა, ვერ ვხვდები.

ეს ხომ არ იყო, მშვიდ დაწყნარებულ გარემოში, რომ ადამიანი მიდის მეორე ადამიანთან. ეს მოცემულობა არ იყო. იქ იყო დაპირისპირება, მათ შორის დაპირისპირება და, აი, ამ ფონზე შალვა პაპუაშვილს გაუჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც სხვა შეურაცხყოფის ფორმები გამოეყენებინა

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. 18 ივლისს მმართველი გუნდის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

კომენტარები