ჟურნალისტებზე ძალადობა

"მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ" – ცერცვაძე კალაძის განცხადებაზე

"მე პირადად განმიცდია, რომ ჟურნალისტები ჩემზე ძალადობენ". – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, კითხვას, ეთანხმება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, რომელმაც 5 ივლისის კონტექსტში თქვა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა" ტელევიზიების მხრიდან.

"ჟურნალისტები კითხვებს მაძლევდნენ და შემდეგ აშუქებდნენ ამას უკიდურესად ტენდენციურად, მე როგორც ექიმი, ვადასტურებ, რომ ჟურნალისტების ნაწილი ჩემზე ძალადობდა" - თქვა ცერცვაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა და თქვა, რომ 5 ივლისის ძალადობა სამარცხვინოა, თუმცა, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, "რომელსაც ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან".

კომენტარები