ვაქცინაცია საქართველოში

ღარიბაშვილი: იმაზე მეტი ვაქცინები ჩამოვიტანეთ, ვიდრე საჭირო იყო

რაც შეეხება ვაქცინებს, შევძელით და იმაზე მეტი ვაქცინები ჩამოვიტანეთ, ვიდრე საჭირო იყო. შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა შემოვიდა. ფაიზერიც ყოველ  შაბათ-კვირას შემოვა. მილიონ ნახევარი გვაქვს ადგილზე ჯამში ვაქცინა. რაც ყველაზე მთავარია, აცრილებში დაინფიცირება არის დაბალი, ხოლო სიკვდილიანობა, ფაქტობრივად, არ არის [......] რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები ადგილზეა იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო.. 

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. დღიური დადებითობა 7.17%-ია.

კომენტარები