ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელში საელჩო პირველმა გახსნა

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და გაერთიანებული საამიეროების ელჩი ისრაელში, მუჰამედ ალ ხაჯა
The Times of Israel

არაბეთის გაერთიანებული საამირო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გახდა პირველი, რომელმაც ისრაელში საელჩო გახსნა. საელჩო ოთხშაბათს, 14 ივლისს, თელ-ავივში გაიხსნა. 

გახსნის ცერემონიაზე ლენტი ერთად გაჭრეს ისრაელის ახალმა პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველმა ელჩმა ისრაელში, მუჰამედ ალ-ხაჯამ. 

"საელჩოს აქ გახსნა დიდი პატივია. 10 თვის წინ ჩვენმა ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ღირსების, სიმდიდრისა და მშვიდობის მომტანი იქნება ჩვენი ხალხებისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია. ორივე ქვეყანა ინოვაციურია და ჩვენ ამ ახალ მიდგომებს ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ". – თქვა მუჰამედ ალ-ხაჯამ, საამიროების პირველმა ელჩმა ისრაელში.

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის". – თქვა ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას გასულ კვირას შეუდგა.

ისრაელში საელჩოს გახსნა "აბრაამის შეთანხმების" სახელით ცნობილი გახდა მოლაპარაკებების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ. აბრაამის შეთანხმება გულისხმობს ურთიერთობის ნორმალიზაციას ისრაელსა და სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბულ ქვეყანას შორის. 

გასულ კვირებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. 

მანამდე, 2021 წლის იანვარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის საელჩო გაიხსნა.

კომენტარები