ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის საელჩო გაიხსნა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს:

"ოფიციალურად გაიხსნა ისრაელის საელჩო აბუ დაბიში, სადაც ჩავიდა დიპლომატიური მისია ელჩის ხელმძღვანელობით. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისრაელის საელჩო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ყველა დონეზე". – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, საელჩოს ჯერჯერობით მუდმივი შენობა არ აქვს, და მის შერჩევამდე დროებითი ოფისიდან იმუშავებს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას ხელი გასული წლის სექტემბერში მოაწერეს. მოგვიანებით შეთანხმებას შეუერთდნენ სუდანი და მაროკო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, დიპლომატიური მისია რაბათში მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ისრაელის საელჩო უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს მანამაში.

კომენტარები