რუსეთი

რუსეთში სოფლის მოსახლეობამ მთავარ გზაზე ასფალტის დაგება გერმანიის კანცლერს სთხოვა

სოფელ ზემო კაბბუშის მცხოვრებლები

რუსეთში, ომსკის ოლქის სოფელ ვერხნი კარბუშის მოსახლეობამ გერმანიის კანცლერს სოფლის მთავარი გზაზე ასფალტის დაგება სთხოვა. სოფლის მცხოვრებლებმა თხოვნაზე ოფიციალური პასუხი მიიღეს, რომელშიც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ნადი ვახტერმა ახსნა, რატომ ვერ დაეხმარებოდათ კანცლერი.

გერმანიის კანცლერის სოფლის მცხოვრებლებმა მიმართვა ივნისში გაუგზავნეს. წერილში ნათქვამია, რომ ვერხნი კარბუში მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე რუსმა გერმანელებმა დააარსეს. წერილის ავტორებმა დაიჩივლეს, რომ სოფლის უძველეს და მთავარ გზაზე ასფალტი არასოდეს დაუგიათ და მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობამ "სხვადასხვა ჩინოვნიკსა და რუსეთის ხელისუფლებას" მიმართა, გზა მაინც არ გაუკეთებიათ.

რუსული მედიის ინფორმაციით, წერილზე პასუხი თხოვნის ინიციატორს, დეპუტატ ირინა დროზდოვას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ნადი ვახტერმა გამოუგზავნა.

ვახტერმა ვერხნი კარბუშის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და სთხოვა, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ ანგელა მერკელმა პირადად ვერ უპასუხა.

"მესმის, რომ თქვენ ძალიან უკმაყოფილო ხართ სოფელში მთავარი ქუჩის მდგომარეობით. თუმცა სხვა ქვეყნების ადგილობრივი მთავრობის საქმიანობაში ჩარევა გერმანიის კანცლერის ამოცანებში არ შედის. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ ქალბატონ კანცლერს არ შეუძლია ამ სიტუაციაში თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ძალიან ვწუხვართ, რომ ვერაფრით გეხმარებით". - ნათქვამია წერილში.

ირინა დროზდოვას ცნობით, მერკელთან წერილის გაგზავნის შემდეგ ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა პირობა დადეს, რომ 2022 წლისთვის გზას შეაკეთებენ.

მიმართვის ინიციატორის, ირინა დროზდოვას  ცნობით, სოფელი კმაყოფილი დარჩა გერმანიის პასუხით, რადგანაც "მსგავს ფორმალურ და უშინაარსო პასუხს" მიიღებდნენ რუსი ჩინოვნიკებისაგან, ხოლო ამ შემთხვევაში  არგუმენტირებული პასუხი მიიღეს. გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ, თუ ადგილობრივი მთავრობა მართლაც დააგებს გზაზე ასფალტს, "ეს მხოლოდ მერკელის დამსახურებით" მოხდება.

კომენტარები