ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: Pfizer-ს ეტაპობრივად, უწყვეტად მოგვაწვდიან, რაოდენობასთან შეფერხება არ გვექნება

Pfizer-ის დღეს მიღებული დოზები არ არის საბოლოო, თქვენ იცით, რომ ვაქცინა შესყიდულია, გადარიცხულია სრული თანხა და Pfizer-თან პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ მიერ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს ის რომ უნდა იყოს ეტაპობრივი მოწოდება. სწორედ ეტაპობრივად, უწყეტად განხორციელდება Pfizer-ის ვაქცინების მოწოდება და ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ შეფერხება  ვაქცინაციის რეგისტრაციასთან და მის რაოდენობასთან დაკავშირებით. 

ყოველ კვირას ჩვენ გვექნება ახალი დოზების მოწოდება და ადამიანები, ვინც ვერ მოახერხებს დღეს დარეგისტრირებას, ანუ ის 14 000 მოქალაქე რომლისთვისაც განკუთვნილია ეს 28 000 დოზა, სხვა მოქალაქეები აუცილებლად შეძლებენ შემდეგ დღეებში დარეგისტრირებას და Pfizer-ის ვაქცინაციის რეგისრაციის პორტალი დარჩება მუდმივად გახნილ რეჟიმში. 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. ფაიზერზე ვაქცინაცია 15:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, საათზე მეტია, საიტი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ამას "მაღალი მიმართვიანობით ხსნის".

კომენტარები