ოპერატორის გარდაცვალება

კოლასი მთავრობას: განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცავით უმცირესობები

დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.

"ჩვენ დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. ჩვენ გამოვხატეთ ღრმა იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის გამო, როდესაც  ადამიანის უფლებები მასობრივად დაირღვა. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცვას უმცირესობები". – წერს დიეგო კალასი.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები