ოპერატორის გარდაცვალება

კობახიძე: უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა

საქმე გვაქვს ყველაფერთან, წითელი ხაზების გადაკვეთასთან, პოლიტიკური შეთანხმების დარღვევასთან, აბსოლუტურად ყველაფერთან... ეს არის ყველანაირი წითელი ხაზების გადაკვეთა. ისინი მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს აბსოლუტურად ყველანაირ ამორალურ ქმედებაზე. გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა საქართველოში უნდა დაისაჯოს უმკაცრესად... ამის საშუალება მომავალში არავის არ უნდა ჰქონდეს და არც უნდა გაიფიქრონ ეგეთი რამ. ჯერ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილზე თვეები იწერდნენ ქულებს, შაქარაშვილზე რას ამბობდნენ, ახლა გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ცდილობენ ქულების დაწერას. 

მორალური ფსკერი ხომ არსებობს?! ეს არის ნაც. მოძრაობა, მისი მედია მენეჯერებით, ე.წ. ჭუტა, ნოდარი, გვარამია... მათ მორალურ ფსკერს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. 

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მაესტროსთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. პარლამენტში ვითარება დაძაბულია. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ორკები სასტიკად გაუსწორდნენ. პარლამენტში კი ჟურნალისტების ნაწილს, მათ შორის ინგა გრიგოლიას არ უშვებდნენ. 

კომენტარები