ღირსების მარში

პრემიერი 5 ივლისის ძალადობაზე: მეორე დილითვე დავგმე, პოლიციასაც მყისიერად ჰქონდა რეაგირება

რაც შეეხება ზოგადად ჩემს მიერ გაკეთებულ რეაგირებას, მეორე დილითვე, მე, რა თქმა უნდა, დავგმე აღნიშნული ფაქტი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების და ოპერატორების წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული წარმოუდგენელი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვგმობთ და პოლიციამ უკვე მყისიერად მოახდინა, მეორე დღესვე მოახდინა ამის თაობაზე რეაგირება.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, როგორ მოვედით აქამდე: მე 5 ივლისს წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა, რა კავშირი ჰქონდა LGBT თემს და მათ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან.

მე განვამარტე, რომ ღონისძიების ერთერთი თანაორგანიზატორი იყო სირცხვილია, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ, ეს არის დადასტურებული ფაქტი.

მეორე, იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ეს რისკები თავიდანვე გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით, რაც მოხდა, არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. 5 ივლისს, ღირსების მარშის კონტრაქციაზე ხელისუფლების და საპატრიარქოს წახალისებულმა ორკებმა 55 ადამიანს სცემეს, აქედან 53 - მედიის წარმომადგენელია. TV პირველის ნაცემი ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები