ღირსების მარში

პრემიერი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა

მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, ამ დღეებში როგორ განვითარდა მოვლენები - რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფო წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში.

ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ძალების მისაღწევად, რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაისაჯ... დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება უმკაცრესად დასჯილი. კიდევ ერთხელ მსურს, განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ძალადობას ქვეყანაში

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები