ოპერატორის გარდაცვალება

ჩერგოლეიშვილი: ჩვენ ღირებულებების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რადგან ფასეულობების ომში ვართ

აქ მე მესმოდა ჟურნალისტებად და პოლიტიკოსებად დაყოფა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ოღონდ გავერთიანდეთ არა პროფესიების, პიროვნებების და პარტიების გარშემო, არამედ ღირებულებების გარშემო, რადგან ჩვენ ფასეულობების ომში ვართ, გვართმევენ თანდაყოლილ უფლებას - სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებას და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებას და ეს ფასეულობების ომი ჩვენ ამ ფასეულობების სიცხადით უნდა მოვიგოთ. ძალიან ცხადები უნდა ვიყოთ და არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე, არ უნდა ვიყოთ პოპულისტები, არ უნდა ვიანგარიშოთ იმიტომ, რომ ძალა მაშინ გვექნება თუ საკუთარ თავებთან, საკუთარ სინდისებთან მართლები ვიქნებით. ჩვენ ღირებულებების გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

კომენტარები