კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტის თაღლითურ სქემაში ჩართულ მამაკაცს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

კრიპტოვალუტის თაღლითურ სქემაში ჩართულ 47 წლის როჯერ კარლსონს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

მას ბრალად ედება 3 500-მდე ინვესტორისგან 16 მილიონი დოლარის უკანონოდ მითვისება და ფულის გათეთრება. 

შვედი მამაკაცი 2011 - 2019 წლებში სხვადასხვა ტიპის საფინანსო ორგანიზაციების წევრი იყო, რომელთა ძირითად საქმიანობას ინვესტორების მოტყუება და მათი თანხების უკანონოდ მითვისება წარმოადგენდა. 

2019 წლის ივლისში კარლსონი ტაილანდში დააკავეს, სადაც ის ერთ-ერთ თაღლითურ ორგანიზაციას, Eastern Metal Securities-ს ხელმძღვანელობდა და ინვესტორებს კრიპტოვალუტის, კერძოდ, ბიტკოინის სანაცვლოდ "ასტრონომიულ მოგებას" სთავაზობდა. 

სინამდვილეში, თანხები არა საინვესტიციო საქმიანობას, არამედ კარლსონის ძვირად ღირებული სახლებისა და ფუფუნების საგნების შეძენას ხმარდებოდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარლსონს ჩამოერთვა მის მფლობელობაში არსებული ყველანაირი სახის ქონება, რაც ანაზღაურების სახით დაუბრუნდებათ დაზარალებულ პირებს. 

კარლსონზე საერთაშორისო ძებნა 2018 წელს გამოცხადდა და პროცესში რამდენიმე ქვეყნის საგამოძიებო სამსახური იყო ჩართული. 

კომენტარები