საპატრიარქო

ჯაღმაიძე: ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, ნივთები დააზიანეს და გაიტაცეს

პირველი არხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ.

"ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ". - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 187-ე და 177-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთისდაზიანებას ან განადგურებას და ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები