რუსეთი

რუსეთში ანიმაციური სერიალი HAPPY TREE FRIENDS აიკრძალა

სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ანიმაციური სერიალის Happy Tree Friends-ის გავრცელება აკრძალა. სერიალი საიტებზე Lordfilm და Vseseriipodriad-ზე იყო განთავსებული. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

ანიმაციური სერიალის აკრძალვას პროკურატურა ითხოვდა.

"მულტსერიალის ყურება უდავოდ აყენებს ზიანს მცირეწლოვანი ბავშვების სულიერ და მორალურ აღზრდას და ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დამახასიათებელ ბავშვების ჰუმანისტურ აღზრდას" - ციტირებს სასამართლოს პრესსამსახური ექსპერტების დასკვნას.

სასამართლომ ასევე აკრძალა ანიმაციები: Dante's Inferno: An Animated Epic, Attack on Titan I: Cruel World, Mortal Kombat Legends: Scorpion's Revenge, Dead Space: Downfall, 

Happy Tree Friends-ი Flash-ანიმაციით შექმნილი ანიმაციური სერიალია, რომლის გმირებიც საყვარელი ცხოველები არიან. სერიალის თითოეულ სერიაში პერსონაჟები ტრაგიკულად და ძალადობრივად კვდებიან. სერიალს ამერიკული ანიმაციური სტუდია Mondo Media 1999-2006 წლებში უშვებდა. სერიალს 100-ზე მეტი მოკლე ეპიზოდი აქვს.

კომენტარები