ეკონომიკის 10-წლიანი გეგმა

თურნავა ტურიზმის განსავითარებლად ინფლუენსერების ჩამოყვანას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩამოყვანას გეგმავს, რომელთაც ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია უნდა გაიტანონ.

"კიდევ ერთი პრიორიტეტი ჩვენი არის ტურიზმი, რომელიც ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის, პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში, ჩვენ სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო საგარანტიო სქემით და გრანტით წავახალისებთ აგროტურიზმს და ეკოტურიზმს. 

გარდა ამისა, დავეხმარებით პერსონალის ტრეინინგში და ინფოტურების მოწყობაში, რაც ნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოგერების და ინფლუენსერების ჩამოყვანას, რათა გაიტანონ ინფორმაცია ჩვენი ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ". – თქვა თურნავამ ეკონომიკის 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

კომენტარები