ეკონომიკა

თურნავა: ჩვენ მოვახერხეთ და გავანახევრეთ სიღარიბის მაჩვენებელი

ჩვენ გვქონდა პერიოდები 2012 წლამდე, როდესაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ორნიშნა ზრდაც გვქონია, მაგალითად, 2007 წელს თითქმის 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, ამავდროულად, ასოცირდებოდა რეკორდულად მაღალ უკიდურეს სიღარიბის დონესთან, მიუხედავად იმისა, რომ ზრდა იყო მაღალი, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 40%-მდე იყო.

ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, მიზანმიმართული სოციალური პოლიტიკის წყალობით, როდესაც ეკონომიკური ზრდის სიკეთეს საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით ვანაწილებთ სწორედ იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისების პოლიტიკის წყალობით და მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად, რომელიც ყველაზე მეტ სიკეთეს ქმნის ოჯახებისთვის, ჩვენ მოვახერხეთ და გავანახევრეთ სიღარიბის მაჩვენებელი, 2019 წელს ეს იყო პრაქტიკულად 19%, ანუ იმის ნახევარი, რაც გვქონდა თუნდაც 2007 წელს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ეკონომიკის 10 წლიანი გეგმის წარდგენისას. 

კომენტარები