თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ოცნების მხარდამჭერი ვარ, კალაძეზე უკეთესი მერი არ მახსოვს

მე ხშირად მსაყვედურობენ, რომ პოლიტიკაში ჩართული  ვარ. როცა ვეკითხები - რატომ, მე ადამიანი არ ვარ და არ შემიძლია, ჩემი გემოვნება, სიმპათიები მქონდეს? [მპასუხობენ] არა, შენ ექიმი ხარ და ვალდებული ხარ, იყო ნეიტრალური და აპოლიტიკური. ერთი გამაგებინეთ, თუ სხვა ასობით და ათასეულობით ექიმი არის სხვა რომელიმე ძალის მხარდამჭერი, ეს ნეიტრალიტეტი მარტო ჩემზე უნდა გავრცელდეს? რატომ? ჩემზე არანაკლებ ცნობილი ექიმი, ბატონი კალოიანი არამარტო მხარდამჭერია, არამედ ევროპული საქართველოს სიით მაჟორიტარად კენჭი იყარა ბათუმში და ხმების 3% მიიღო. ჩემგან იგივე ბატონი კალოიანი ითხოვს, რომ მე ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური. 

[...] მე ვარ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ მე ვარ ქართული ოცნების ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი და არა აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი, მხარს დავუჭერდი ოცნების კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ - ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, - არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კომენტარები