პრაიდის კვირეული

კრამერი PRIDE-ზე: მთავრობამ პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ჩატარებას ხელს უშლის

ეს ბაიდენის ადმინისტრაციას დიდად არ მოეწონება. დარწმუნებული ვარ. მე ვთვლი, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურს მარშში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის [მარშის ჩატარებას] ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს. მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ თვალსაზრისით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ წელს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პრაიდის კვირეულს ეხმაურება.

კომენტარები