რუსეთი

პუტინმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში სსრკ-ს გადამწყვეტი როლის უარყოფა აკრძალა

ვლადიმირ პუტინი
NBC

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლის უარყოფას კრძალავს. ამავე კანონის მიხედვით, იკრძალება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ქმედებებისა და მიზნების საჯაროდ გაიგივება. 

შესწორებები შეიტანეს საბჭოთა ხალხის 1941-45 წლის დიდ სამამულო ომში გამარჯვების უკვდავყოფის კანონში. 

კანონის მიხედვით, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის ქმედებების შედარება-გათანაბრების გარდა, იკრძალება "ნაცისტური გერმანიის დამხობაში საბჭოთა ხალხისა და ევროპის ქვეყნების განთავისუფლებაში სსრკ-ს ჰუმანიტარული მისიის გადამწყვეტი როლის უარყოფა".

"არ უნდა მოხდეს სამშობლოს დამცველების, მათი, ვინც საკუთარი სიცოცხლე მისი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიღო, ამ განმანთავისუფლებელი ჯარისკაცების ქმედებების შედარება და გათანაბრება იმ ოკუპანტ სამხედროებთან, ვისაც მიზნად ჰქონდა სხვა ერების განადგურება". – ხაზს უსვამენ კანონპროექტზე მომუშავე პირები. 

 

კომენტარები