პრაიდის კვირეული

გოცირიძე: პრეზიდენტი 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე – აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება

უნდა შეწყდეს ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა 5 ივლისს მივიდეს პრაიდზე - ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის გარანტი, ხოლო ის შავბნელი ძალები, რომლებიც მოინდომებენ ან ვითარების არევას, ან ძალადობას უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და დასჯის ლეგიტიმური ექსკლუზიური უფლება აქვს ხელისუფლებას. მოხდება რაიმე ექსცესი? პასუხს აგებს საქართველოს მთავრობა!

IPN-ს ცნობით, ამბობს ნაციონალური მოძრაობის  დეპუტატი, რომან გოცირიძე. 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება. პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს. 

კომენტარები