მე-10 მოწვევის პარლამენტი

ენმ-ს დეპუტატმა პარლამენტში ქართულ ოცნებას რუსეთის ჰიმნი ჩაურთო

მე-10 მოწვევის პარლამენტში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა ქართულ ოცნებას რუსეთის ჰიმნი ჩაურთო.

ჰიმნის გაჟღერებისას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნასთან სიტყვით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა.

"ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ. ბრწყინვალე მაგალითია... სირცხვილია, ქალბატონო ნონა, კარგად აჩვენებს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს". – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ნონა მამულაშვილს.

კომენტარები