ევროპული საქართველო

ბოკერია: ადამიანებს, ვინც ჯარიმები გადაიხადა, თანხას უკან არ უბრუნებენ

უპასუხისმგებლოდ, უტიფრად და არაგონივრულად მოიქცა ივანიშვილის რეჟიმი მთელი ამ [ეპიდემიური] კრიზისის განმავლობაში. რომ ჩამოწეროთ, რა არ უნდა ექნათ, ის გააკეთეს და უმარტივესი ნაბიჯები, რაც უნდა გაეკეთებინათ, ვაქცინის მოპოვება და ბრძოლა კონკურენციაში, რაც მსოფლიოში იყო, არის ამის პირველი მაგალითი, რაც არ გააკეთეს.

ახლა რას აკეთებენ არჩევნების წინ? ჩამოუწერეს ჯარიმები მოქალაქეებს, რომელიც დაუწერეს არაადეკვატური რეგულაციების გამო. ამ დროს იმ ადამიანებს, ვისაც გადახდილი აქვს უკვე, იმათ არ უბრუნებენ ამ თანხებს. აღარაფერს ვსაუბრობ ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც მიადგა ყველას, ვისაც მოუწია ამ შეზღუდვებისადმი დამორჩილება: წვრილ მეწარმეებს, საშუალო მეწარმეებს, ყველა მეწარმეს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე და სწორედ ამიტომ, ეროვნული ამოცანაა, რომ ასეთი ხალხი არასოდეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში არ უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც ჩვენ წინ გველის სერიოზული გამოწვევები.

ნებისმიერი კრიზისის დროს ეს ხალხი და მათი გულგრილობა გამოიწვევს პირდაპირი გაგებით მსხვერპლს და უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებს. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ვახო კალოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც შეჯამებული იყო, თუ როგორ მართა საქართველოს მთავრობამ ეპიდემიური კრიზისი და რა შედეგები გამოიღო არათანმიმდევრულმა მართვამ. 

კომენტარები