ღირსების მარში

ვასაძე პრაიდზე: ამას არა სექსუალური ორიენტაცია, სექსუალური დისორიენტაცია ქვია

უნდა მივიღოთ კანონი, როგორიც მიიღო უნგრეთმა, აპირებს პოლონეთი მაგისთანა კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა. 

ღმერთმა ნუ ქნას და თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეყოფა კეთილგონიერება, რათა გადადგას ის კეთილგონიერი ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა, რათა თავიდან ავირიდოთ სოციალური დაძაბულობა და მაინც ეცდება, ჩაატარებინოს ამ რადიკალებს ეს ყოვლად მიუღებელი ღონისძიება, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, ნებისმიერ შემთხვევაში, არავითარი ე.წ. პრაიდი საქართველოში არ ჩატარდება.

[...] თავის გადებილება - რა მოხდა იარონ, არის ყოვლად დაუშვებელი და გიდასტურებთ, რომ არცერთი სახის ცოდვის აღლუმი არაა დასაშვები, ყველა ადამიანი თავის ცოდვასთან არის 1-1-ზე, მოწოდებულია, რომ ებრძოლოს ამ ცოდვას, დაირცხვინოს და არ ჩაიხრჩოს ამ ცოდვაში. ცოდვის საზეიმო, სააღლუმო ნორმად გამოცხადება არის დამღუპველი. ეგ ანგრევს ევროპას ბოლო 30 წლის განმავლობაში.

[...] ამას არ ქვია სექსუალური ორიენტაცია, ამას ქვია სექსუალური დისორიენტაცია 

პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ღირსების მარშთან დაკავშირებით.

კომენტარები