გავრილოვის ღამე

20 ივნისს დაზარალებულები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისს დაზარალებულები, "გავრილოვის ღამიდან" 2 წლის შემდეგ პარლამენტთან აქციას გამართავენ. აქცია 18:00-ზეა ჩანიშნული და სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

"ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე".- ამბობს აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი. 


პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა.

კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

კომენტარები