თბილისის მერია

ფლანგვის დეტექტორი: ვარკეთილის მეტროზე მერიამ 800 000-ზე მეტი დახარჯა, ის კვლავ სარემონტოა

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2016 წელს მეტრო ვარკეთილის სარეაბილიტაციოდ ყვარელრემმშენს 347,848 ლარი გადაუხადეს, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან 5 თვეში მეტროს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა. შემდეგ წლებში კიდევ 400 000-მდე გადაიხადეს, თუმცა მეტრო კვლავ სარემონტოა.

მას შემდეგ ყვარელრემმშენმა ისევ მოიგო სხვა სახელმწიფო ტენდერიც, მიუხედავად იმისა, რომ "შავ სიაშია"  შეყვანილი:

"მეტრო ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ყვარელრემმშენი  შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იმყოფებოდა და, მიუხედავად ამისა, კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა, თანაც უკონკურენტო გარემოში.

მეტროში მისი შეკეთებული ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ყვარელრემმშენმა დამატებით 478,230 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო, მათ შორის, სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

ჭერის ჩამონგრევიდან ერთი წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა... ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია”, თუმცა ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგადაც იგივე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ამ დროის განმავლობაში კიდევ 400 ათასამდე ლარი დახარჯა". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

 

კომენტარები