არასრულწოვანზე ძალადობა

შსს: დედა და მამინაცვალი არასრულწლოვანს დასჯის მიზნით აწამებდნენ, ორივე დავაკავეთ

UNICEF

შსს-ის ინფორმაციით, დედა და მამინაცვალი არასრულწლოვანს დასჯის მიზნით აწამებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამსახურმა დამნაშავეები უკვე დააკავა. მათივე ინფორმაციით, სოციალური მუშაკებმა არასრულწლოვანი მცირეწლოვან ძმასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, არასრულწლოვანი 7 წლის არის. 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ. და მისი მეუღლე - ა.ს. არასრულწლოვანს -
2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი
ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ა.ს. და მ.დ. ბრალდებულების სახით, თბილისში
დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და
ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

არასრულწლოვანი, თავის მცირეწლოვან ძმასთან ერთად, სოციალური მუშაკის მიერ
გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

საქმეზე გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-144 პრიმა მუხლის მეორე
ნაწილის ,,ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს". - ვკითხულობთ შსს-ის განცხადებაში.

კომენტარები