არასრულწოვანზე ძალადობა

თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა

თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. ბაღის დირექტორის, მანანა ყავლაშვილი​ს თქმით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

"გამოვუძახე პოლიციას, ზომები მივიღე ჩემი მხრიდან, როგორც ხელმძღვანელისგან რაც იყო საჭირო. აღმზრდელი გათავისუფლებულია სამსახურიდან, თანაშემწეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური და შევუცვალე სამუშაო ადგილი, ჯგუფიდან გამოვიყვანე". – ამბობს ყავლაშვილი. 

ბავშვის მშობლის თქმით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას საზოგადოებისთვის ვინაობის დაუსახელებლად ესაუბრა, მან თვითონ ნახა კადრები – პედაგოგის მიერ ბავშვის შენჯღრევა და ხელის გარტყმა. 

"იყო ფიზიკური ძალადობა, შენჯღრევა და ხელის გარტყმა პედაგოგის მიერ. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ ჩავეძიე, მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს ვიღაც რომ უახლოვდება, სახეში რომ არ გაარტყან". – ამბობს მშობელი. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები