COVID-19-ის წამალი

აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო წამლის შექმნაზე 3.2 მილიარდ დოლარს დახარჯავს

აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო წამლის შექმნის პროგრამაზე 3.2 მილიარდ დოლარს დახარჯავს

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, აღნიშნული პროგრამა მოსახლეობას არსებული და სამომავლო ვირუსული პანდემიებისაგან დაიცავს. 

სამკურნალო, აბის ტიპის მედიკამენტი მოსახლეობას, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

3.2-მილიარდიანი დაფინანსება კვლევაზე, განვითარებასა და წარმოებაზე დაიხარჯება. 

ფაუჩის თქმით, წამალი ვაქცინის დამხმარე საშუალება იქნება, რომელიც აცრას ვერ ჩაანაცვლებს. 

"უდავოდ, ვაქცინები ჩვენი არსენალის ცენტრალურ ძალად რჩება". 

ამ ტიპის მედიკამენტს რამდენიმე უპირატესობა აქვს. მათ შორის ის, რომ წამლის დალევა სახლის პირობებში შეიძლება და საავადმყოფოში ვიზიტი საჭირო არ არის.


COVID-19-ის სამკურნალო, აბის ტიპის მედიკამენტი, შესაძლოა, 2021 წლის ბოლოსთვის გახდეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ კომპანიის CEO-მ ალბერტ ბურლამ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ბურლა აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, წამალი ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტიანი იყოს. მედიკამენტი გამიზნულია ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე, პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე სამკურნალოდ

ალბერტ ბურლას თანახმად, კომპანია ორ ანტივირუსულ მედიკამენტზე მუშაობს, ერთის შეყვანა ორგანიზმში ინტრავენურად ხდება, მეორისა კი - ორალურად.

კომენტარები