რომის ქართული სამრევლო

პაპმა ფრანცისკემ ქართველ მართლმადიდებლებს რომში ტაძარი გადასცა

რომის ქართული სამრევლო ფეისბუქის ანგარიშზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პაპმა ფრანცისკემ სამრევლოს ტაძარი საჩუქრად გადასცა. 

"დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმიდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამრევლოს სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმიდესობის, რომის პაპის, ფრანცისკეს მიმართ. ასევე მადლიერებას გამოვხატავთ, რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.

დიდ მადლობას ვუხდით, საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს , ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს გაწეული დახმარებისთვის.

ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ყველა ჩვენი სამრევლოს წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას." – წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია.

კომენტარები