სვეტლანა ტიხანოვსკაია

რუსეთმა ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოშალა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიიდან ამოშალა

ტიხანოვსკაიამ გასულ წელს ბელარუსი მას შემდეგ დატოვა, რაც პრეზიდენტი ლუკაშენკოს რეჟიმმა ოპოზიციონერთა დევნა დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში სდებდა ბრალს. 

რუსული პრესის მიხედვით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ტიხანოვსკაია ძებნის ინიციატორი მხარის, ბელარუსის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღეს ძებნილთა სიიდან.

რუსეთის ფედერაციამ ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. გასულ წელს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. 2021 წლის აპრილში ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

კომენტარები