NATO-ს სამიტი 2021

რუსეთი, ჩინეთი, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები – NATO-ს სამიტის მთავარი თემები

იენს სტოლტენბერგი
NATO

ბრიუსელში NATO-ს სამიტი დაიწყო. სამიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართები წევრი სახელმწიფოების ლიდერებს შორის. სამიტის დაწყებამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მოკლედ მიმოიხილა მთავარი თემები, რომლებზეც ლიდერები სამიტის განმავლობაში იმსჯელებენ.

სტოლტენბერგმა მთავარ საკითხებში რუსეთი, ჩინეთი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოყო. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთთან ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუარესებული.

"ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივის ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს რუსეთის აგრესიული ქმედებებითაა გამოწვეული. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს ლიდერები დაადასტურებენ ორმხრივ მიდგომას რუსეთთან: ძლიერი თავდაცვა დიალოგთან ერთან". – თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნათელია რუსეთის აგრესიული მოქმედებების ხასიათი. უკრაინასა და საქართველოზე თავდასხმა, კიბერშეტევები, ჰიბრიდული შეტევები, ადამიანების მოწამვლა. რუსეთის ამ ქმედებებმა გამოიწვია NATO-ს ურთიერთობების გაუარესება.

იენს სტოლტენბერგი ასევე შეეხო ჩინეთის საკითხს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ჩინეთის სამხედრო გაძლიერება, ზრდადი გავლენები და ძალდატანებითი მოქმედებები გამოწვევებს უქმნის ალიანსის უშიშროებას. თუმცა, სტოლტენბერგი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა შეიარაღების კონტროლი და კლიმატის ცვლილების საკითხებში ჩინეთთან დიალოგი.

"ჩვენ ვხედავთ ჩინეთს კიბერსივრცეში, აფრიკაში, არქტიკაში ასევე ვხედავთ, რომ ჩინეთი ინვესტიციებს აკეთებს ჩვენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში და ცდილობს, გააკონტროლოს ის".–  თქვა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს ლონდონში NATO-ს სამიტის დროს ჩინეთის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა, მაგრამ ახლა ალიანს ექნება ნათელი და ერთიანი პოზიცია ჩინეთზე.

მისი თქმით, პირველად NATO-ს ისტორიაში ალიანსისთვის მნიშვნელოვან კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებთან გამკლავების ამოცანა დაისმება.

NATO-ს გენერალური მდივნის განმარტებით, საჭიროა, გაიზარდოს თავდაცვის სექტორში მოკავშირეების ინვესტიციები, რაც ალიანსის გაძლიერებას და ამბიციური გეგმების განხორციელებას შეუწყობს ხელს. 

მისი თქმით, ალიანსი გააგრძელებს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას ყველა მიმართულებით.

კომენტარები