პირადად ღარიბაშვილი დაგვპირდა თვის ბოლოს ჩემს შვილს, მაგრამ არც მაგან არ გაამართლა და მაგანაც მოგვატყუა. 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს. 33 წლის გაიტაცეს და 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ ჩემს შვილს დაბადების დღეს. თუ ამ თხოვნამაც არ გაჭრა, 23-ში მართლა არ გავჩერდებით. ფეხით ჩავალ ცხინვალის ციხეში. შემიშვებენ თუ არ შემიშვებენ, არ ვიცი, რაღაცას, არ ვიცი, რას მოვიფიქრებთ. ჩვენთვის არც კანონია და არც სამართალია და მეც აღარ ვემორჩილები.
რუსული ოკუპაცია
გახელაძის დედა: 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, გთხოვთ, 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ
tbl.ge/5kwp
დაკოპირდა

TV პირველთან ამბობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური. 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
- 2 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს




