დანია-ფინეთის საფეხბურთო მატჩი, რომელიც 42-ე წუთზე დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის მოედანზე დაცემის გამო შეწყდა, 22:30 საათზე განახლდება. UEFA-ს ინფორმაციით, მატჩი მოთამაშე გუნდებისა და მაყურებლის მოთხოვნით გაგრძელდება.
UEFA-ს ინფორმაციით, ფინეთი-დანიის მატჩზე მოედანზე დაცემის შემდეგ დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი სტაბილურადაა, გონზეა და კლინიკაშია გადაყვანილი.
დანიის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს სტადიონზე დაცემის შემდეგ ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ. შემთხვევა ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე მოხდა.
ერიქსენი მეტოქეს ან თანაგუნდელ ფეხბურთელს არ შესჯახებია, ის შეუძლოდ მოულოდნელად გახდა.