ქურდობა

თბილისში iPlus-ის მაღაზია გაძარცვეს – დაწყებულია გამოძიება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Iplus-ის მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას, კომენდანტის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

მაღაზიის დირექტორის, კახა სეფაშვილის მიხედვით, ზარალი ამ ეტაპზე კვლავ ზუსტდება, თუმცა უკვე მინიმუმ 100 000 ლარს შეადგენს.

"გადაადგილების შეზღუდვა მორჩა თუ არა, დაახლოებით 10 წუთში დაგვირეკა ჩვენმა დაცვის კომპანიამ და შეგვატყობინა, რომ ობიექტი იყო გაძარცვული. ზარალი ამ ეტაპზე კიდევ ზუსტდება, დაახლოებით 100 000 ლარზე არის საუბარი. ყველაზე დიდი განძი რაც იყო, ეს იყო Playstation 5-ები, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ფასი ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება, ძალიან დეფიციტური პროდუქტია". – ამბობს მაღაზიის დირექტორი

კახა სეფაშვილის თქმით, კამერებიდან ჩანს,  თავდამსხმელი სავარაუდოდ ორი 16 წელს გადაცილებული ადამიანი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე ამ დრომდე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები