გიორგი გახარია

პაპუაშვილი: გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული ქართული ოცნებაა

"გიორგი გახარია ცდილობს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოს გაუმჯობესებული ოცნებაა, ან ბიძინა ივანიშვილის რაღაც პროექტი". – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა  პირველი არხის გადაცემაში ეთერში თქვა. 

"მისი მთელი ტაქტიკა აწყობილია ამაზე, რომ ამ სიტყვის პირდაპირი პოლიტიკური მნიშვნელობით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა ხმებზე იპარაზიტოს და თქვას, მე ვარ უკეთესი ოცნება და არა ის, რა ალტერნატივასაც გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილი. ის ამ თამაშში იმდენად ღრმად შევიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწია განცხადების გაკეთება“. – ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი გახარია აქამდე შინაარსის კარგი წარმომდგენი იყო, რის გამოც დაიმსახურა მხარდაჭერაც და საარჩევნო სიაში ყოფნაც, დღეს კი ის არის კარგი წარმომდგენი შინაარსის გარეშე.

"ანუ, ის გარსი, ანტურაჟი და იმიჯი, რომელიც მას აქვს შექმნილი, მაგრამ შინაარსი აღარ არის". – ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები