გიორგი გახარია

გახარია ივანიშვილზე: მე არ ვაღმერთებდი

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა.

"არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო". – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია და მმართველ პარტიას მის პარტიასთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს.

კომენტარები