გიორგი გახარია

გახარიას გუნდის წევრი: ჩვენი გუნდის წევრები არ არიან ქართულ-ჯიგრული პონტის პროდუქტები

ეს შეკითხვა, რომ, აი, დღეს დაინახეთ კორუფცია და გუშინ ვერ ხედავდით, ყოველთვის იყო, გუშინაც ვხედავდით, დღესაც ვხედავთ. მე და ბექა [ლილუაშვილი], მაგალითად და ძალიან ბევრი წევრი ჩვენი გუნდისა, არ არიან ქართულ-ჯიგრული პონტის და ნეპოტიზმის პროდუქტები, არც ამ გუნდში და არც იმ ადგილას, სადაც ვიყავით. 

[...] როდესაც ჩვენ ვიყავით იქ, სადაც ვიყავით, სადაც ჩვენი მანდატი ამის შესაძლებლობას გვაძლევდა, ძალიან აქტიურად ვებრძოდით კორუფციას. ზოგადად, ეს ისეთი სენია, რომ კორუფციის წინააღმდეგ აქტიურ ნაბიჯებს ხელისუფლება როდესაც არ დგამს და პასიურ რეჟიმშია, ანუ პროაქტიულად არ ებრძვის მას, პოლიტიკურ დონეზე არ ყავს ეს საკითხი აყვანილი, არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მკაცრი პოლიტიკა კორუფციის და მისი ყველა ფორმის წინააღმდეგ, სულ რომ არაფერი გააკეთო და გულხელდაკრეფილი დაჯდე, კორუფცია ქვეყანაში ფეხს მოიკიდებს, ამას ვამბობთ ჩვენ და ჩვენი მომავალი გეგმები ამისკენაა სწორედ მიმართული - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, პოლიტიკის დონეზე აყვანა, მკაფიო მესიჯები მკაცრ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ა.შ.

თქვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები