ვალუტის კურსი

ლარი დოლარის მიმართ კიდევ 7 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 8 თეთრით

3 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1524 ლარია, ევროსი კი – 3.8425 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 7 თეთრით გამყარდა და 3.1524 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.2228 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი, 14 მაისიდან მოყოლებული, მყარდება.

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3 ივნისისთვის 3.8425 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9238 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ 8 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3654 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.4723 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 ივნისიდან შევა.

კომენტარები