ისრაელი

იცხაკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა

ჰერცოგი

იცხაკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა და პარლამენტში 2/3-ზე მეტი ხმა მოიპოვა. მანამდე, ქვეყნის პირველი პირი 7 წლის განმავლობაში რუვენ რივლინი იყო, რომელიც თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის, ნეთანიაჰუს პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარუდგენია და არც რომელიმესთვის მიუცია ხმა.

თავის გამოსვლაში ჰერცოგმა თქვა, რომ ის შეეცდება გააერთიანოს ისრაელის საზოგადოება, განსაკუთრებით  საზოგადოების შიგნით ბოლოდროინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.

კომენტარები